„ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის, „საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 31 დეკემბრის
N249 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის,
მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის, მე–5 მუხლის მე–2 პუნქტის „ნ“
ქვეპუნქტისა და მე–19 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. C ჰეპატიტის
ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო აქტივობების
სტრატეგიული გეგმის შემუშავებისა და აღნიშნული აქტივობების
კოორდინაციის მიზნით შეიქმნას სამეცნიერო საბჭო (შემდგომში - საბჭო)
შემდეგი შემადგენლობით: |
ა) | ფრანცისკო ავერჰოფი | აშშ
დაავადებათა კონტროლის ცენტრის გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული
ჰეპატიტების დივიზიის ასოცირებული დირექტორი, საბჭოს თავმჯდომარე; |
ბ) | ამირან გამყრელიძე | საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო
კონტროლს დაქვემდებარებული – სსიპ - ლ. საყვარელიძის სახელობის
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) გენერალური დირექტორი, საბჭოს
თანათავმჯდომარე; |
გ) | პაატა იმნაძე | ცენტრის
გენერალური დირექტორის მოადგილე მეცნიერების დარგში, ლუგარის
საზოგადოებრივი ჯანმრთელობის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, საბჭოს
წევრი; |
დ) | ეკატერინე ადამია | სამინისტროს
ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის
დაცვისა და პროგრამების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი; |
ე) | მაია წერეთელი | ცენტრის
აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა
და ჰეპატიტების სამმართველოს უფროსი, საბჭოს წევრი; |
ვ) | ანა ასლანიკაშვილი | ცენტრის
აივ/შიდსის, ტუბერკულოზის, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისა
და ჰეპატიტების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი, საბჭოს წევრი; |
ზ) | თენგიზ ცერცვაძე | შპს ქართულ-ფრანგული ერთობლივი ჰეპატოლოგიური კლინიკა ,,ჰეპას“ გენერალური დირექტორი, საბჭოს წევრი; |
თ) | ნიკოლოზ ჩხარტიშვილი | სს
„ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ს/პ
ცენტრი“-ს გენერალური დირექტორის მოადგილე სამეცნიერო დარგში, საბჭოს წევრი; | |
ი) | ჯაბა ზარქუა | სამედიცინო ცენტრი შპს „მრჩეველი“, ექიმი-გასტროენტეროლოგი, საბჭოს წევრი; | |
კ) | გიორგი კამკამიძე | შპს ,,ნეოლაბის“ დირექტორი, საბჭოს წევრი; | |
ლ) | ბეტ სკაგსი | აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორი, საბჭოს წევრი; | |
მ) | მუაზამ ნასრულა | აშშ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი გლობალური ჯანდაცვისა და ვირუსული
ჰეპატიტების დივიზიის სამედიცინო სპეციალისტი, საბჭოს წევრი; | |
ნ) | ლია ღვინჯილია | აშშ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის
სამხრეთ კავკასიის ოფისის კონტრაქტორი/მონიტორინგისა და შეფასების
მენეჯერი, საბჭოს წევრი; | |
ო) | თინათინ ქუჩულორია | აშშ
დაავადებათა კონტროლის ცენტრი, აშშ დაავადებათა კონტროლის ცენტრის
სამხრეთ კავკასიის ოფისის კონტრაქტორი/სამეცნიერო კოორდინატორი, საბჭოს
მდივანი. | |
| | | |
2. საბჭო უფლებამოსილია: ა) მოიწვიოს და საკონსულტაციო პროცესში ჩართოს დამატებით ექსპერტები, C ჰეპატიტის
ელიმინაციის სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამის შემუშავებისა და
იმპლემენტაციის პროცესში მონაწილე მოხელეები, ასევე, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. 3. საბჭოს ამოცანებია: ა) C ჰეპატიტის მიმართულებით სამეცნიერო სამუშაოების პრიორიტეტების განსაზღვრა; ბ) C ჰეპატიტის
მიმართულებით შემოთავაზებული სამეცნიერო
ნაშრომების/პროექტების/კვლევების განხილვა წინასწარ
დადგენილი ფორმატით და დადებითი ან
უარყოფითი გადაწყვეტილების მიღება; გ) C ჰეპატიტის
ელიმინაციის ეფექტური განხორციელებისათვის საერთაშორისო
თანამშრომლობის, ასევე, სხვადასხვა საერთაშორისო ღონისძიებებზე
წარსადგენი მასალების მომზადების ხელშეწყობა. | |
| |
4. საბჭოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში თანათავმჯდომარე, ან თავმჯდომარის მიერ დელეგირებული პირი. 5. საბჭოს სხდომები იმართება საჭიროებისამებრ, არანაკლებ წელიწადში 6-ჯერ. თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, გადაუდებელი საჭიროების შემთხვევაში, შეიძლება გაიმართოს დამატებითი სხდომები. 6. საბჭოს რეკომენდაციები მიიღება კენჭისყრით, საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. კონსენსუსის ვერ მიღწევის შემთხვევაში გადამწყვეტი ხმის უფლებას იყენებს თავმჯდომარე. 7. საბჭოს ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საბჭოს მდივანი, რომელიც უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუწიოს საბჭოს შეხვედრებს. შეადგინოს დღის წესრიგი, მოამზადოს შეხვედრისთვის საჭირო დოკუმენტაცია; ბ) მოიწვიოს საბჭოს წევრები სხდომებზე; გ) მოამზადოს თითოეული სხდომის ოქმი, შეინახოს მასალები, კორესპონდენცია, პრეზენტაციები. | |
8. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე. | |